ორგანიზატორი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
8 დეკემბერი, 15:00
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, გორი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება ოპერატორების მიერ დაანონსებულ აქციას და მედიას საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს. გელოდებით აქციაზე, რომელსაც 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, ჟურნალისტები, ოპერატორები, ჩართვის ოპერატორები და მედიის სხვა წარმომადგენლები მედიის მიმართ ტერორისა და რეპრესიების გასაპროტესტებლად მართავენ.
თბილისი, რესპუბლიკის მოედანი
ბათუმი, ევროპის მოედანი
ახალციხე, რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ,
ქუთაისი, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ,
გორი, პოლიციის სამმართველო.