იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ!

იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ!

იპოდრომი - უბეტონო მხარე

19 ივნისი, 19:00
თბილისის საკრებულო, თავისუფლების მოედანი 2

თბილისის საკრებულომ უჩუმრად და მოქალაქეთა ინტერესების სრული უგულებელყოფით იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა და ამით თბილისში შემორჩენილი ერთადერთი გამწვანებული სივრცის დაბეტონებას საბოლოოდ აუნთო მწვანე შუქი.


ეს მშენებლობა საბოლოოდ დაასამარებს ამ ისტორიულ ადგილს, მის ეკოლოგიურ და სოციალურ მნიშვნელობას, გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსს და მთელ რიგ პრობლემებს, რომელიც ჯაჭვურად მოყვება ხოლმე ამდენად გაუაზრებელსა და დანაშაულებრივ მასშტაბურ მშენებლობებს. იᲡ, რაც სახელმწიფომ ყოფილ იპოდრომს დამართა, არის უსამართლობით გაბრაზებული ადამიანებისთვის სახეში შეფურთხება და იმის სრული დემონსტრირება, რომ არაფერს აქვს აზრი, ოდიოზური მმართველების ბიზნეს ინტერესების გარდა

ს გადაწყვეტილება არის დანაშაული ამ ქალაქის მაცხოვრებლების წინაშე და ამას არ შევეგუებით, ამიტომ ოთხშაბათს, 19 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან (თავისუფლების მოედანზე) გელით ყველას, ვისაც იპოდრომის ბედი გადარდებთ.

Მოვითხოვთ, გაგვცენ პასუხი, ბუნებაში არსებული რომელი მიზეზის საფუძველზე შეუცვალეს ტყეს სარეკეაციო ზონის სტატუსი!

Მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეცვალონ ეს უღირსი და მერკანტილური გადაწყვეტილება.
ეს ქვეყანა Ჩვენია და ამის შესახსენებლად, კიდევ ერთხელ, ოთხშაბათს, 19:00 საათზეზე ყველამ უნდა გამოვნახოთ დრო იპოდრომის დასაცავად.



ივენთის ლინკი

სხვა დაგეგმილი აქტივობები

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

28 დეკემბერი, 15:00
ქალაქების და სოფლების ცენტრალურ ხიდებზე, მოედნებზე და გამზირებზე...

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

24 დეკემბერი, 19:00
საზოგადოებრივ მაუწყებელთან