თბილისი: შეწყვიტეთ ძალადობა!

თბილისი: შეწყვიტეთ ძალადობა!

ორგანიზატორი: ქართული განათლება საფრთხეშია

6 დეკემბერი, 16:00
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ვიკრიბებით პარასკევს, 6 დეკემბერს, 4 საათზე განათლების სამინისტროსთან, რადგან ინსტიტუცია, რომელიც მოსწავლეების, მასწავლებლების, ბაღის აღმზრდელების, პროფესორების, სტუდენტებისა და მეცნიერების უფლებებს უნდა იცავდეს, ძალადობის ენით გველაპარაკება.

განათლების სამინისტრო დუმს, როცა ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს ურტყამენ!

განათლების სამინისტრო დუმს, როცა ხმებს გვართმევენ!

განათლების სამინისტრო დუმს, როცა ჩვენი შვილები ყოველ ღამე ძალადობის გაკვეთილებს უყურებენ პირდაპირ ეთერში!

განათლების სამინისტრო განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვის ნაცვლად თავის მანდატს პარტიული კონტროლის გასამყარებლად იყენებს!

განათლების სამინისტრო ახალისებს დასმენას, ემუქრება დირექტორებს, მასწავლებლებს, პროფესორებს, მოსწავლეებსა და საკუთარ თანამშრომლებს!

ამით განათლების სამინისტრო ამყარებს კონსტიტუციის ჩარჩოდან გასული, არალეგიტიმური და ავტორიტარული ხელისუფლების ძალაუფლებას.

ამიტომ მოვითხოვთ განათლების მინისტრისა და მისი მოადგილეების დაუყოვნებლივ გადადგომას!

მოვუწოდებთ სამინისტროს თანამშრომლებს, შეუერთდნენ სახალხო პროტესტს!

ივენთის ლინკი

სხვა დაგეგმილი აქტივობები

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

28 დეკემბერი, 15:00
ქალაქების და სოფლების ცენტრალურ ხიდებზე, მოედნებზე და გამზირებზე...

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

24 დეკემბერი, 19:00
საზოგადოებრივ მაუწყებელთან