თბილისი: ევროპული მომავლის დასაცავად!

თბილისი: ევროპული მომავლის დასაცავად!

ორგანიზატორი: STEM საზოგადოება

11 დეკემბერი, 17:00
განათლების სამინისტროსთან
თბილისი


ოთხშაბათს, 11 დეკემბერს, 17:00 საათზე, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია-მსვლელობა. მსვლელობა მოეწყობა განათლების სამინისტროდან პარლამენტისკენ.

• მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას!
• მოვითხოვთ რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
• ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ.
• ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფას, მათ შორის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას.

მოგმართავთ ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს.

ივენთის ლინკი

სხვა დაგეგმილი აქტივობები

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

28 დეკემბერი, 15:00
ქალაქების და სოფლების ცენტრალურ ხიდებზე, მოედნებზე და გამზირებზე...

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

24 დეკემბერი, 19:00
საზოგადოებრივ მაუწყებელთან