15 დეკემბერი, 18:00
მარში ყოფილი ESM -ის შენობიდან --> პარლამენტამდე
თბილისი
ჩვენ, პირველი ევროპული ბიზნეს სკოლის “მართვის ევროპული სკოლა ESM”-ის კურსდამთავრებულები, რომლებიც 90-იანი წლებიდან ვეზიარეთ ევროპულ განათლებას და დღევანდელ დღემდე, ყოველდღიურად ვცდილობთ ჩვენი შრომით, გამოცდილებით და მომავლის ხედვით შევიტანოთ ჩვენი წვლილი სამშობლოს განვითარებაში, ვთვლით, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არის პირდაპირი საფრთხე, როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და დემოკრატიისთვის, ისე ქართული ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის.
ჩვენ ვუერთდებით ქართული საზოგადოების მოთხოვნებს:
გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული აქციის მონაწილე!
დაინიშნოს ახალი თავისუფალი არჩევნები!