დაიბრუნე ხმა!

დაიბრუნე ხმა!

ორგანიზატორები: ჩემი ხმა, საქართველოს ევროპული ორბიტა...

17 ნოემბერი, 19:00
საქართველოს პარლამენტი

აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, იურისტები გაგაცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შემოგთავაზებთ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებამდე.

2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რეალურად კი ხელისუფლებამ ამომრჩეველი მასიურად დააშინა, მოისყიდა, გააკონტროლა მათი არჩევანი და სხვების პერსონალური მონაცემების გამოყენებით მიითვისა ხმები. ეს არჩევნები არ არის!

უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, რადგან არჩევნები არ იყო ფარული და თავისუფალი. ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ათასობით საქართველოს მოქალაქესთან და თავისუფალ მედიასთან ერთად გამოააშკარავეს არჩევნების გაყალბების სქემები და შეაგროვეს მტკიცებულებები. შედეგად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნეს სამართლიან და თავისუფლად არჩევნებად. რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ არჩევნებს გამოაცალოს შინაარსი – ფარულობა, თავისუფლება და სამართლიანობა, რაც საფუძველს აცლის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. ცხადია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ცხადია, ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ დავიბრუნოთ ის, რაც კონსტიტუციურად გვეკუთვნის – ჩვენი ხმა და არჩევანის თავისუფლება!

#მევნახეგაყალბება
#დაიბრუნეხმა


ივენთის ლინკი

სხვა დაგეგმილი აქტივობები

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

28 დეკემბერი, 15:00
ქალაქების და სოფლების ცენტრალურ ხიდებზე, მოედნებზე და გამზირებზე...

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

24 დეკემბერი, 19:00
საზოგადოებრივ მაუწყებელთან