აქცია! ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად !

აქცია! ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად !

ორგანიზატორი - ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად

29 ივნისი, 16:00
მარტვილის მერია

29 ივნისს, 16:00 საათზე, მარტვილის მერიასთან ვიკრიბებით, საერთო სიკეთის დასაცავად


2022 წელს, ბალდის კანიონი 40 წლით კერძო ინვესტორის საკუთრებაში გადავიდა.დაცული ტერიტორიების სააგენტომ ეს გადაწყვეტილება ბალდის მოსახლეობისგან მალულად მიიღო.

2023 წელს, კომპანიამ კანიონი შემოღობა და ადგილობრივ მოსახლეობას მდინარეში ჩასვლა აუკრძალა. სწორედ მაშინ გაიგო სოფელმა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი წაართვეს.

უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ სოფელი მალევე მობილიზდა. იმის დასტურად, რომ მოსახლეობა არც ინფორმირებული და არც ჩართული ყოფილა ბალდის კანიონის გაიჯარების პროცესში, შეგროვდა სოფლის 80%-ზე მეტის ხელმოწერა მოთხოვნით: გაუქმდეს კანონდარღვევით გაცემული იჯარის ხელშეკრულება!

9 თვეა, სოფელი ბალდის მოსახლეობა მშვიდობიანი, უწყვეტი წინააღმდეგობით, საპროტესტო კარავში მორიგეობითა და ბალდის კანიონის ტერიტორიის მონიტორინგის გზით ხეობას განადგურებისგან იცავს.


ბალდის კანიონის გაიჯარებამდე, კანიონში თავისუფლად და უსასყიდლოდ ჩასვლა ნებისმიერ ადგილობრივსა თუ სტუმარს შეეძლო. გაიჯარების შემდეგ, კანიონი ექსკლუზიურ გასართობად იქცევა:

● კანიონში ჩასვლა მხოლოდ სოლიდური თანხის გადამხდელ ვიზიტორს შეეძლება.● კანიონის კედლებზე ბეტონითა და მასიური რკინის კონსტრუქციებით მიმაგრდება “როლერის ატრაქცია” - რკინის ტროსებზე დამაგრებული კაბინა-ატრაქციონი.

9 თვეა, სოფელი ბალდის მოსახლეობა მშვიდობიანი, უწყვეტი წინააღმდეგობით, საპროტესტო კარავში მორიგეობითა და ბალდის კანიონის ტერიტორიის მონიტორინგის გზით ხეობას განადგურებისგან იცავს.


ჩვენი მოთხოვნა უცვლელია:გაუქმდეს ბალდის კანიონის ხალხისგან მალულად, კორუფციული სქემით და კანონდარღვევით გაცემული იჯარის ხელშეკრულება

წყარო: ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად

სხვა დაგეგმილი აქტივობები

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

28 დეკემბერი, 15:00
ქალაქების და სოფლების ცენტრალურ ხიდებზე, მოედნებზე და გამზირებზე...

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

24 დეკემბერი, 19:00
საზოგადოებრივ მაუწყებელთან