აქცია! - წინააღმდეგობა გრძელდება!

აქცია! - წინააღმდეგობა გრძელდება!

Event by ქართული კინო საფრთხეშია • Georgian Cinema Is Under Threat

12 ივნისი, 18:00
კინოცენტრთან

2023 წლის 12 ივნისს ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა დაიწყო აქტიური წინააღმდეგობა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად: ბუნდოვანი რეორგანიზაცია, თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება, დირექტორად ყოფილი სასჯელაღსრულების მუშაკის და წამყვან პოზიციებზე არაკომპეტენტური პირების დანიშვნა, პოლიტიკური ნიშნით კონკრეტული ფილმების კინოთეატრის ეკრანებიდან მოხსნა, პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კომისიების დანიშვნა, ცენზურის დამკვიდრება და ინსტიტუციის ჩამოშლა, რაც გახდა მიზეზი კინემატოგრაფისტებისთვის დაეწყოთ უკომპომისო ბრძოლა მიტაცებული კინოფონდის გასათავისუფლებლად და საჯარო სიკეთის დასაბრუნებლად.


ერთი წლის თავზე კინოცენტრში დაწყებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ დღეს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიური და შეუქცევადი სახე მიიღო. არსებობს კანონპროექტი, რომელიც ცენზურას აკანონებს.


შეგახსენებთ, რომ 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი დღემდე ბოიკოტს უცხადებს თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას და არ აპირებს ითანამშრომლოს ისეთ ინსტიტუციასთან, რომელსაც მართავენ რუსული კანონის მხარდამჭერები და აგიტატორები და საფრთხის ქვეშ აყენებენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას.


დღეს, როცა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ, ვბრუნდებით კინოცენტრთან არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ინსტიტუტის, არამედ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად.


ჩვენ ერთი წლის წინ ვამბობდით, რომ ქართული კინო საფრთხეშია, დღეს კი ცხადად ვხედავთ, რომ საქართველოა საფრთხეში.


წინააღმდეგობა გრძელდება!

სხვა დაგეგმილი აქტივობები

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

⭐ ⭐ ⭐ ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

“დები, ძმები ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად”
არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული!
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

28 დეკემბერი, 15:00
ქალაქების და სოფლების ცენტრალურ ხიდებზე, მოედნებზე და გამზირებზე...

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

თბილისი: ვითხოვთ დღის ეთერს!

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

❗️ მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. "დღის ეთერი ხალხს!"

24 დეკემბერი, 19:00
საზოგადოებრივ მაუწყებელთან