15 დეკემბერი, 18:00
კავკასიის უნივერსიტეტის შენობა (პაატა სააკაძე #1) --> პარლამენტი
თბილისი
მარში კავკასიის უნივერსიტეტის შენობიდან პარლამენტამდე.
ჩვენი მთავარი გზავნილები:
- საქართველო არის ევროპა.
- ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება არის ჩვენი მომავალი – ჩვენ ვერ დავთანხმდებით პროცესის შეჩერებას ან ქვეყნისთვის განვითარების გზის დაკეტვას.
- თავისუფლება, დემოკრატია და პროგრესი – ეს არის ის, რაც გვაერთიანებს, და ჩვენ არ დავთმობთ ამ იდეალებს.
მოთხოვნები:
თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ აქციის მონაწილეს.
ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
შემოგვიერთდით! ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია და ჩვენი ძალა ერთობაშია.