7 დეკემბერი, 14:00
CNN Center, Atlanta, GA 30303, United States
ატლანტა
მეგობრებო, 7 დეკემბერს, 2 საათზე ვიკრიბებით CNN Center-თან (190 Marietta St NW), რომ ჩვენი მხარდაჭერა ვაჩვენოთ საქართველოში ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა აქციაზე მდგომ თანამოქალაქეს. მათ სასტიკად უსწორდება არალეგიტიმური რეჟიმი. ჩვენ ვაპროტესტებთ ქართული ოცნების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას და ევროატლანტიკური კურსისგან მკვეთრ გადახვევას, რაც საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა. საქართველო ჩვენია და ჩვენი გზა დასავლეთია!
არ დავტოვოთ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან პირისპირ! ვთხოვოთ ამერიკის მთავრობას მხარდაჭერა და ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასანქცირება.
გელოდებით ატლანტაში მცხოვრებ ყველა ქართველს. ერთად დავდგეთ საქართველოს გარეთ საქართველოს სადარაჯოზე. ძალა ერთობაშია!
--
Stand with Georgia in our fight for freedom! Russia continues its hybrid warfare against its neighbors - the warfare that is spreading to more and more countries. We are protesting Russian-backed illegitimate government and its violent crackdown on Georgian people. We thank the US administration for support and ask for immediate sanctions on Ivanishvili's regime.
Join us on Saturday, Dec 7th, at 2 pm at CNN Center (190 Marietta St NW, Atlanta)